მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ჩვენი მიზანი 40 ქულაა, რომ სერია A-ში დავრჩეთ”

ალეგრი: “ჩვენი მიზანი 40 ქულაა, რომ სერია A-ში დავრჩეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ თამაშს ელოდება და „იუვეს“ მიზანი 40 ქულის მოპოვებაა, რომ სერია A-ში ადგილი შეინარჩუნოს.

„ხვალ რთული თამაში იქნება, ნიკოლა შესანიშნავად მუშაობს და ბოლო მატჩი ლეჩეში მოიგეს. ჩვენთვის მთავარი სწორი განწყობით ვითამაშოთ. სატურნირო ცხრილში ეს პირდაპირ კონკურენტთან მატჩია, რადგან ჩვენ 23 ქულა გვაქვს, მათ – 21. ყველა ხელმისაწვდომია ბონუჩის გარდა, რომელიც გაციებულია, პოგბასა და პარედესის გარდა, რომელსაც პრობლემა აქვს.

სეზონი გრძელია. ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ. იტალიის თასის ნახევარფინალში ვართ და ვეცდებით ევროპა ლიგაზეც წინსვლას. დე შილიო? ის ემოციურად კარგადაა, მშვიდად. სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანია და იქ შეურაცხყოფას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

ვლაჰოვიჩი ფიზიკურად ძალიან კარგადაა, უფრო მსუბუქი და დინამიურია და იმედი მაქვს, რომ ხვალ გოლებს გაიტანს. უკეთაა, ვიდრე შარშან, როცა ამ დროს შემოგვიერთდა. ამ მომენტში ჩემთვის კინის სკამზე დატოვება ძალიან რთულია. ის ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე და მიჭირს ძირითადს მიღმა მისი დატოვება, ძალიან ვწუხვარ.

ფაჯოლი ძალიან გაიზარდა. იმ დროს, როცა ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მან კარგად ითამაშა და ზოგადად, ახალგაზრდებმა გუნდში ენთუზიაზმი და ტექნიკა შემოიტანეს. ვფიქრობ, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა და იზრდებიან.

შემტევი ტრიო სალერნოში? ეს ჰიპოთეზაა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რადგან ტრავმებისგან ბევრი ფეხბურთელი ახალი დაბრუნებულია. რაც მეტი ტექნიკური მოთამაშე გვეყოლება, მით უკეთესი, მაგრამ ყველამ უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი. კიეზა? კარგადაა, ისევე, როგორც დი მარია. ორივე კარგადაა და ბედნიერი ვარ.

თასებზე თამაშის დროს უფრო მეტი სტიმული გვაქვს? მოედანზე კარგად თამაშია საჭირო და ალიბი არ უნდა ვეძებოთ. ახლა სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ. ამ დროისთვის ფაქტია, რომ 15 ქულა წაგვართვეს და უნდა ვიფიქროთ გადარჩენაზე, რისთვისაც 40 ქულაა საჭირო. შესაძლოა ეს სასაცილოა, მაგრამ მიზანზე უნდა ვიფიქროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედოთ.

ნიკოლუსი კავილია? მას არ გაუმართლა, რადგან მუხლის პრობლემა ჰქონდა. ძლიერი ხასიათის ბიჭია, ყოჩაღია და იცის თამაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. მისნაირი მოთამაშე ბევრია: დე ვინტერი, რანოკია, როველა, ილინგ-ჟუნიორი, მირეტი, ფაჯოლი, სულე, ბარენეჩეა, ბარბიერი, ჰუისენი და სხვა ახალგაზრდები. „იუვენტუსმა“ ახალგაზრდულ სექტორში შესანიშნავად იმუშავა. შესაძლებელია, რომ ხუთ წელიწადში ისინი „იუვენტუსის“ სტაბილური ნაწილი იყვნენ. ძალიან დიდი განსხვავებაა 23-წლამდე გუნდსა და პრიმავერას შორის, ამიტომ გვჭირდება ყველა ლიგის რეფორმა, სერია A-დან პრიმავერამდე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …