მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში რომის „ლაციო“ 3:0 მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – კარგად ითამაშა, მაშინაც, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ზედიზედ მეექვსედ მშრალად შენახული კარი, კონკრეტულად პოლონელისგან – მეხუთე.

გატი 6 – პედროს წინააღმდეგ თამაში მისთვის იდეალური არ არის, მაგრამ სიბრაზით და ფიზიკურობით კარგად ითამაშა. აშკარაა, რომ უმატებს.

ბრემერი 6.5 – ფიზიკურად დომინანტი, ყვითელი ბარათის გავლენის ქვეშაც არ მოექცა.

დანილო 6.5 – დაცვითი რეჯისტა, კაპიტანი, სრულიად ამოსავალი წერტილი.

კუადრადო 6 – პაუზა ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მეორე ტაიმში პედრო საჯარიმოში დროულად შეაჩერა და გუნდი იხსნა.

ფაჯოლი 6.5 – ალეგრის დამსახურებაა ის, რომ ფაჯოლი არასდროს დაუსვამს სკამზე მას მერე, რაც მას ენდო. მან „იუვეს“ ნახევარდაცვა შეცვალა.

ლოკატელი 7 – ისიც არ არის იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში, მაგრამ ხარისხიანი თამაში ჩაატარა და კოსტიჩს მეორე გოლის დროს შესანიშნავი პასი გაუკეთა.

პარედესი შ.გ – მან მოედანზე მხოლოდ ბოლო წუთები გაატარა.

რაბიო 7 – მილინკოვიჩ-სავიჩთან დუელი მოიგო, მას ბურთი მოპარა და კინს საგოლე პასი გაუკეთა.

კოსტიჩი 6.5 – „ინტერთან“ მატჩთან შედარებით ნაკლებად ბრწყინვალე იყო, მაგრამ თავისი საქმე ფლანგზე მაინც გააკეთა. მეორე ტაიმში კარგი იყო, სანამ მოედანს ტრავმის გამო დატოვებდა.

კიეზა 6.5 – მოედანზე აპლოდისმენტების ფონზე შევიდა, მარცხნივ ითამაშა და სეზონის პირველი საგოლე პასი გააკეთა.

კინი 7.5 – პოზიტიური სერია აქვს, ზედიზედ მეხუთე გოლი ოთხ თამაშში, ამჯერად მან დუბლი შეასრულა და თამაში დახურა.

დი მარია 6 – მნიშვნელოვანი წუთები მიიღო მუნდიალის წინ.

მილიკი 7 – იდეალური კომპანიონი კინისთვის, ის უხსნის მას სივრცეებს და გუნდს ამოსუნთქვის საშუალებას. გოლით გაწეული საქმე დაუფასდა.

ალეგრი 7 – როცა ალტერნატივა არ იყო, მაინც იპოვა სწორი ფორმულა. წელი ზედიზედ 6 გამარჯვებით დაასრულა, ისე, რომ გოლიც არ გაუშვია და სეზონის მეორე ნაწილის დაწყება მნიშვნელოვანი მიზნით შეუძლია. რა მოხდება იანვრიდან, დამოკიდებული იქნება ტრავმიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებზეც.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …