მთავარი / სიახლეები / “იუვე” კოსტიჩის ტრანსფერთან ახლოსაა

“იუვე” კოსტიჩის ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დიდი შანსია, რომ სერბი ფეხბურთელი მალე იტალიაში გადაბარგდეს. „იუვენტუსი“ ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ კოსტიჩს „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, მისი მისი უფრო დაბალია.

კოსტიჩი „აინტრახტში“ 2018 წლიდან თამაშობს და 171 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რადნიჩკის“, „გრონინგენის“, „შტუტგარტისა“ და „ჰამბურგის“ წევრი იყო.

შემთხვევითი სიახლე

დე ლიხტი: “იუვეზე” ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორად გაიგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მატაის დე ლიხტმა განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული კომენტარი „ბიანკონერის“ შესახებ …

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ორი დღით ადრე იტალიურ …