მთავარი / სიახლეები / “იუვე” კამბიასოს შეძენას აპირებს

“იუვე” კამბიასოს შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ჯენოას“ ნიჭიერი მარცხენა მცველის, ანდრეა კამბიასოს შეძენას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ტურინელებს ფეხბურთელის დამატების მცდელობა იანვარშივე ჰქონდათ, „ჯენოა“ მზად არ იყო მის გასაყიდად, მაგრამ ზაფხულში სიტუაცია შეიცვლება. იტალიელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, გენუელები ზაფხულში მას დიდი ალბათობით შეელევიან.

„იუვეში“ ალექს სანდროს თამაშით კმაყოფილი არ არიან და ბრაზილიელი გუნდს ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ დატოვებს. კამბიასოც მის შემცვლელად განიხლება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …