ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურისთვის ემზადება, რომელშიც „ვერონას“ უმასპინძლებს.
გუნდს ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
„იუვეს“ სანაკრებო შეკრებიდან დაუბრუნდა კოლუმბიელი ხუან კუადრადოც, მანამდე გუნდს პაულო დიბალაც შეუერთდა, ხოლო ხვალ ვესტონ მაკკენი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვერონას“ 6 თებერვალს უმასპინძლებს და რევანში მართებს, რადგან პირველ წრეში სტუმრად 1:2 დამარცხდა.