ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოს უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. იტალიური მედიის ცნობით ეს გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის საკითხია.
კოლუმბიელის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს იწურება, მაგრამ ის 1 წლით განახლდება. ამრიგად, სამხრეთამერიკელი ტურინულ გრანდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება, სეზონში კი 5 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსმა“ 2015 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ დაიმატა. მას შემდეგ 33 წლის ნახევარმცველმა 222 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.