იტალიის სუპერთასის მატჩი შესაძლოა გადაიდოს. “იუვენტუსიც” და “ინტერიც” თანახმა არიან, რომ მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალოს, ახლა გადაწყვეტილება Lega-მ უნდა მიიღოს.
კორონავირუსის გაუარესებული მდგომარეობის გამო კლუბების სურვილია, რომ თამაში 12 იანვარს, როგორც ამ დროისთვისაა დაგეგმილი, არ გაიმართოს და მხოლოდ მაშინ ჩატარდეს, როცა სიტუაცია გაუმჯობესდება. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის მატჩი 12 იანვარს “სან სიროზე” უნდა გაიმართოს, მაგრამ რადგან ორივე კლუბი თანახმაა მის გადადებაზე, ალბათ სხვა დროს ჩატარდება.