მთავარი / სიახლეები / “იუვე” დანილოსთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

“იუვე” დანილოსთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ დანილოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ბრაზილიელი მცველით კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია და ის გუნდის ლიდერი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიცაა. უფრო მეტიც, ლეონარდო ბონუჩის შემდეგ კაპიტნის სამკლაურის გადაცემა მისთვის იგეგმება.

დანილოს „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელიც თანახმაა, რომ კლუბში დარჩეს.

31 წლის მცველი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 126 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …