ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 33-ე ტურში „ბოლონიასთან“ ქულა დუშან ვლაჰოვიჩის 90-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა. ტურინელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, რაზეც ფეხბურთელების შეფასების ქულებიც მოწმობს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – თავისი საქმე გააკეთა, ცოტა იღბლის დახმარებით კარი მშრალად შეინახა სანამ შესაძლებელი იყო, შემდეგ კი არნაუტოვიჩის მომენტში არაფერი შეეძლო.
დე შილიო 5.5 – რამდენიმე სიტუაციაში ძალიან გაუჭირდა.
კინი შ.გ – ის ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, თუმცა არაფერი გაუკეთებია.
დე ლიხტი 5.5 – არნაუტოვიჩის გაკონტროლება მისთვის რთული გამოდგა. ტრავმა მიიღო და პირდაპირ გასახდელში წავიდა.
ბონუჩი 6 – როდესაც ის თამაშში ჩაერთო, „ბოლონია“ ვეღარ იტევდა.
კიელინი 5 – როცა საჭირო იყო ჩახურვებზე ყოველთვის ზუსტი იყო, მაგრამ გოლში მისი ყველაზე დიდი დანაშაულია, სწორედ ის ჩარჩა თამაშგარის ხაზში, რის გამოც არნაუტოვიჩის გოლი არ გაუქმდა.
ალექს სანდრო შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა.
პელეგრინი 5.5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჰიკიმ გააკონტროლა.
ზაკარია 6 – ცდილობდა ნახევარდაცვაში სიჩქარე შეეცვალა.
კუადრადო 5 – ამჯერად იდეების გარეშე ითამაშა, ძალიან დაბნეული იყო. როცა მორატა წააქციეს, ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
დანილო 6.5 – ძალიან მარტო დატოვეს პირველი გოლის მომენტში, რეალურად ის „იუვეში“ საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში ითამაშა.
რაბიო 6 – კარგი საქმეებიც გააკეთა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ 0:0-ზე საოცარი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
დიბალა 5 – სულ უფრო და უფრო სევდიანი თამაშობს და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
ბერნარდესკი 5.5 – ვერასდროს ახერხებს სათადარიგო სკამიდან თამაშში ისეთი გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს, როგორც ეს ალეგრის სურს.
ვლაჰოვიჩი 6 – პირველი სახიფათო მომენტი მან შექმნა. შემდეგ ყველაფერში შეცდა, მაგრამ ბოლოს ქულის მომტანი გოლი მან გაიტანა.
მორატა 6 – 80 წუთის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, მან გამოიმუშავა წითელი ბარათი, რომელზეც შეიძლებოდა პენალტიც იყო, მერე კი ვლაჰოვიჩს საგოლე პასი „მაკრატელა“ მოძრაობით გაუკეთა.
ალეგრი 4.5 – ახლა თუ „იუვე“ დარჩენილ ყველა მატჩს მოიგებს, სეზონს იმავე რაოდენობის ქულებით დაასრულებს, როგორც პირლომ. „იუვემ“ მხოლოდ მაშინ მოახერხა მცირედით კომბინაციური ფეხბურთის თამაში, როცა 11 9-ის წინააღმდეგ თამაშობდა. გუნდის ზრდა სულ უფრო და უფრო ნაკლებად შესამჩნევია.