ტურინის „იუვენტუსი“ ტროფეო ბერლუსკონიზე ითამაშებს და მისი მეტოქე „მონცა“ იქნება. თამაში 31 ივლისს შედგება. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს.
ეს არის სილვიო ბერლუსკონის მამის, ლუიჯი ბერლუსკონის სახელობის თასი, რომლისთვისაც ყოველი სეზონის წინ 1991 წლიდან 2012 წლამდე „იუვენტუსი“ „მილანს“ ეთამაშებოდა, თუმცა შემდეგ ამ თასისთვის „იუვეს“ აღარ უთამაშია.
ამჯერად, ვინაიდან ბერლუსკონის მფლობელობაში „მონცა“ იმყოფება, ტურინელთა მეტოქე სწორედ ეს გუნდი იქნება.
„იუვეს“ ბერლუსკუნოს თასზე 19-ჯერ აქვს ნათამაშები, საიდანაც 10-ჯერ გამარჯვება მოიპოვა (1991, 19995, 1998, 1999, 2000, 2001, 2003, 2004, 2010 და 2012 წლებში).