ტურინის „იუვენტუსი“ როდრიგო ბენტანკურს თუ გაყიდის, მის ყოფილ კლუბ „ბოკა ხუნიორსს“ პროცენტი უნდა გადაუხადოს.
იტალიური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე ზაფხულს ურუგვაელი კლუბს დატოვებს, მიღებული თანხის 40% არგენტინულ გუნდს ერგება. ასეთია შეთანხმების პირობები, რომელსაც გუნდებმა 2017 წელს მიაღწიეს.
მაშინ ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ ბენტანკურის შემდგომი ტრანსფერიდან „ბოკას“ 50% ერგებოდა, მაგრამ მას მერე 4 წელი გავიდა და სამხრეთ ამერიკელი ისევ „იუვენტუსშია“. ახლა ეს თანხა 40%-ს შეადგენს, რაც ასევე საკმაოდ ბევრია.
ამგვარად, ეს პუნქტი ბენტანკურის გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო ართულებს, რადგან თუ მას ამ ზაფხულს გაყიდიან, მოგების ნახევარი „ბოკას“ ერგება, რაც ტურინული გუნდის ბიუჯეტზე დიდ დარტყმას მოახდენს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია.