„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ტურინის „იუვენტუსთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი დიდი ალბათობით, წარმატებით დაიხურება.
დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება სურვილის შემთხვევაში კონტრაქტის ერთი წლით განახლებაც. დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ანხელ დი მარია პსჟ-ში 2015 წლიდან თამაშობდა და 294 შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „როსარიო სენტრალში, „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“.