მთავარი / სიახლეები / კიელინი: “იუვეს” და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ვტოვებ. მინდოდა, კარგ ფორმაში წავსულიყავი”

კიელინი: “იუვეს” და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ვტოვებ. მინდოდა, კარგ ფორმაში წავსულიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვესა“ და იტალიის ნაკრებს კარგ ხელში ტოვებს და ახალგაზრდებს გზას უთმობს.

„ბედნიერი და ამაყი ვარ, გადაწყვეტილება დღეებში ან კვირებში არ მიმიღია, თვეები ვფიქრობდი. მინდოდა მაღალ დონეზე წასვლა და ეს მოვახერხე. მე-17 წუთზე დავტოვე მოედანი, „იუვენტუსში“ ჩემი ყოველი სეზონისთვის თითო წუთი ვითამაშე. ოთხშაბათს მქონდა ჩემი თამაში, შემდეგ იქნება ივნისში არგენტინის წინააღმდეგ. დღეს კარგი დღე იყო და ვისიამოვნე.

ეს რთული წელი იყო მთლიანად „იუვესთვის“, მაგრამ მე შევძელი, მეჩვენებინა, რომ ისევ მაღალ დონეზე თამაში შემეძლო. ახლა „იუვე“ უნდა განახლდეს და გზა უნდა დავუთმო ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ნაწილობრივ შეიძლება ვიღაცას ფრთები მოვაჭერი, მაგრამ ახლა გავამხნევებ და მათ გვერდით ვიქნები.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გასვლამ ეს გადაწყვეტილება დააჩქარა, მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატით დავასრულებდი კარიერას. თუმცა, „იუვეს“ და იტალიის ნაკრებს ძლიერი ახალგაზრდებით ვტოვებ, ორივე ჩემი გუნდი კარგ ხელშია. ნაკრებში ჩემი მემკვიდრე? ბატონის განსხვავებული თვისებები აქვს, მაგრამ მასთან ერთად იტალიას შეუძლია მშვიდად დაიძინოს.

კარიერაში სამი მნიშვნელოვანი კაპიტანი მყავდა – დელ პიერო, ბუფონი და კანავარო. ვცდილობდი, მათგან ბევრი მესწავლა. ახლა ჩემს ადგილს ბონუჩი დაიკავებს. პარადოქსულია, რომ კარიერის საუკეთესო ფორმაშია 32-35 წლის ასაკში ვიყავი, რადგან მეტი გამოცდილება მქონდა საკუთარ თავთან უფრო მშვიდი ვიყავი, ახალგაზრდობაში კი ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას ვდილობდი. უცხოეთში თამაში? ჩემს ოჯახთან ვსაუბრობ ჩემი მომავლის შესახებ. მინდა, მზად ვიყო იმისთვის, რასაც ხვალ გავაკეთებ.

პაულო მშვიდად უნდა იყოს. უფრო მსუბუქად უნდა შეხედოს ცხოვრებისეულ საკითხებს. ის ოქროს ბიჭია და ვისურვებდი, რომ „იუვეში“ კიდევ მრავალი წელი მენახა, მაგრამ ესეც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ყველა აკეთებს არჩევანს. მას საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ “იუვენტუსში” 2005 წლიდან 560 თამაში ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …