მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ქალთა გუნდმა 7-გზის ჩემპიონ “ლიონთან” წააგო

“იუვეს” ქალთა გუნდმა 7-გზის ჩემპიონ “ლიონთან” წააგო

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ჯო მონტერუმოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 7-გზის ჩემპიონის, რაც რეკორდია და ქალთა ფეხბურთის მთავარი გრანდის „ლიონის“ ბარიერი ვერ დაძლია.

ტურინში ერთი კვირის წინ „იუვემ“ 2:1 მოიგო, მაგრამ საფრანგეთში 1:3 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 3:4 წააგო და ასპარეზობას თავაწეული დაემშვიდობა.

„იუვე“ მეტოქეს არაფერს უთმობდა, მაგრამ 33-ე და 35-ე წუთებზე, ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა და ეს გარდამტეხი იყო. 73-ე წუთზე ფრანგებმა მესამე გაიტანეს, ხოლო 84-ე წუთზე ანდრეა სტაშკოვას გოლით ტურინელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს, ერთი გოლი თამაშს დამატებით დროში გადაიყვანდა.

„იუვენტუსმა“ ნებისმიერ შემთხვევაში დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგის სეზონი ჩაატარა, რადგან პირველად ითამაშა მეოთხედფინალში. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ გრანდს, „ვოლფსბურგს“ და „ჩელსის“ მოუგო, ინგლისური გუნდი საერთოდაც ჯგუფში ჩატოვა. მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ ქალთა გუნდი ჯერ მხოლოდ 5 წელია რაც ჰყავს.

ალბათ, ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ მიმდინარე სეზონის ფინალი ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ გაიმართება და იქამდე „იუვეს“ ძალიან ცოტა დააკლდა.

„ლიონი“ – „იუვენტუსი“ 3:1 (2:0)

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): მენიანი; ლენცინი (ლუნდორფი 79), გამა, სემბრანტი, ბოატინი (ნილდენი 79); ბონანსეა (კარუზო 70), როზუჩი, პედერსენი, ჩერნოია; ჰურტიგი (ბონფანტინი 61), ჯირელი (სტაშკოვა 79)

გოლები: 1:0 ეგერბერგი (33), 2:0 მალარდი (35), 3:0 მაკარიო (73), 3:1 სტაშკოვა (84)

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …