ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მილანი“ სტუმრად 6:1 გაანადგურა და ფინალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.
ტურინელთა უპირატესობა აშკარა იყო. ორ-ორი გოლი გაიტანეს კრისტიანა ჯირელიმ და ანიეზე ბონფანტინიმ, ხოლო თითოჯერ თავი ამანდა ნილდენმა და მარტინა როსუჩიმ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ „იუვე“ 6:0-ს იგებდა და მასპინძლებმა პრესტიჟის გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიტანეს.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი 30 აპრილს, ტურინში, ვინოვოზე გაიმართება, მაგრამ ფაქტია, რომ ის შეხვედრა ფორმალობად იქცა და „იუვე“ ფინალში გავა.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:6 (0:2)
გოლები: 0:1 ჯირელი (9), 0:2 ნილდენი (30), 0:3 ჯირელი (62), 0:4 როსუჩი (84), 0:5 ბონფანტინი (88), 0:6 ბონფანტინი (90), 1:6 ტომასი (90)
FT |⏱ | 𝕄𝔸𝕊𝕊𝕀𝕍𝔼 𝕎𝕀ℕ & 𝔽𝕀ℝ𝕊𝕋 𝕃𝔼𝔾 𝔸𝔻𝕍𝔸ℕ𝕋𝔸𝔾𝔼 𝕊𝔼𝔸𝕃𝔼𝔻 ✅👏#MilanJuve #ForzaJuve pic.twitter.com/j8toMT4dyu
— Juventus Women (@JuventusFCWomen) March 12, 2022