ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა სეზონში მესამე ტიტული მოიგო და ამჯერად იტალიის თასს დაეუფლა.
ჯო მონტემუროს გუნდმა ფინალში „რომას“ აჯობა, არადა, ტურინელებმა 23-ე წუთზე გაუშვეს და მე-80 წუთამდე აგებდნენ, მაგრამ 4-წუთიან ინტერვალში ყველაფერი შეიცვალა. მე-80 წუთზე კრისტიანა ჯირელიმ გაათანაბრა, 4 წუთში კი სარა გამამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იუვეს“ ქალთა გუნდმა იტალიის თასი მეორედ მოიგო, სეზონი კი სამი ტიტულით დაასრულა – სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და იტალიის თასი.
ამრიგად, ქალთა გუნდს ვაჟებისგან სრულიად საპირისპირო და განსხვავებული სეზონი ჰქონდათ.