ტურინის “იუვენტუსი” ღრმა კრიზისშია და კლუბში სრული განუკითხაობაა. “მაკაბისთან” მარცხის შემდეგ ალეგრიმ დააანონსა, რომ “ტორინოსთან” მატჩამდე მთელი გუნდი კონტინასას ბაზაზე დარჩებოდა და სახლებში ვერ დაბრუნდებოდნენ.
იტალიური მედია წერს, რომ ამან ფეხბურთელთა ნაწილის გაბრაზება გამოიწვია და მწვრთნელს დაუპირისპისრიდნენ. მათ არ სურდათ ბაზაზე გამოკეტვა და ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ…
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ “იუვეს” პრობლემა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელებია, რომლებიც ვერ გრძნობენ სიტუაციის სიმძიმეს და “იუვეში” თამაშის უდიდეს პასუხისმგებლობას.
მედიაში არ გაჟღერებულა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, ვისაც ბაზაზე დარჩენის სურვილი, სულ რაღაც 3 დღით, არ სურდათ…