ტურინის „იუვენტუსს“ უეფასგან სასჯელი ელოდება. როგორც ცნობილი გახდა, ფინანსური სამართლიანი თამაშის წესის დარღვევის გამო.
თუმცა, ჯერ უცნობია, რით შემოიფარგლება ეს სანქცია. „იუვენტუსის“ გარდა, უეფა 20 კლუბს უპირებს დასჯას, მათ შორის, „ინტერი“ და „რომაც“ არიან.
სავარაუდოდ, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს. საქმე ეხება 2020-2021 წლების სეზონში რეგულაციების დარღვევას.