მთავარი / სიახლეები / სერია A / “სამპდორია” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სამპდორია” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში გენუაში, „სამპდორიას“ უგოლოდ დაუზავდა და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 7 – ლერისის დარტყმისას ყველაფერი გააკეთა და ხარიხაც დაეხმარა. სეზონის სტარტზე ის უბრალოდ გადამწყვეტია.

დანილო 6.5 – დაცვაში საუკეთესო იყო.

რუგანი 6 – ხშირად უჭირდა თავის დაცვა, განსაკუთრებით გაუჭირდა, როცა ბურთი ჰქონდა, დროის გასვლასთან ერთად მოუმატა. ჯერჯერობით, ის ცენტრში პირველი ალტერნატივაა, მაგრამ გატი ხურდება.

ბრემერი 5 – მე-6 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა და მისთვის საბედნიეროდ, პერინი ძირითადში იყო.

ალექს სანდრო 5 – ერთი ნაბიჯი წინ „სასუოლოსთან“ და ორი ნაბიჯი უკან „სამპდორიასთან“.

დე შილიო 6 – ალექს სანდროზე უკეთესია გადაჭარბების გარეშე.

მაკკენი 5.5 – შორსაა საუკეთესო კონდიციებისგან და ეს უფრო შესამჩნევია „სამპდორიასთან“, ვიდრე „სასუოლოსთან“. მისი მოვალეობა იყო საჯარიმოში ხშირი ჩართვა და ეს ვერ შეასრულა.

მირეტი 6.5 – დიდი სახელების უკან ის დგას. ახალგაზრდებიდან ალეგრი მას ყველაზე მეტად ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები გამოცდილება აქვს. ის თამაშში კარგად ჩაერთო.

ლოკატელი 6 – არაფერი განსაკუთრებული, მას რეჯისტას პოზიციაზე თამაში უჭირს.

როველა შ.გ – 7 წუთი ითამაშა, მაგრამ საგოლე მომენტი ჰქონდა.

რაბიო 5.5 – შეიცვალა „იუვენტუსის“ სატრანსფერო ბაზარი და ალეგრისთვის ისევ ძირითადის წევრია, მაგრამ თამაში ჩვეული აჩვენა, არასდროს ყოფილა შესამჩნევი.

კუადრადო 5.5 – კარგი შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ მეკარეს დაუმიზნა, მაშინ, როცა ვლაჰოვიჩი კარგ პოზიციაში თავისუფალი იყო.

კინი შ.გ – მან ბოლო წუთები განსაკუთრებული ეფექტის გარეშე ითამაშა.

ვლაჰოვიჩი 5.5 – წარმოუდგენელ ავტოგოლთან იყო ახლოს. პირველად ბურთის მეტოქის ნახევარზე როდის შეეხო? 50-ე წუთზე. ძალიან მარტო, ძალიან ცოტა.

კოსტიჩი 6 – მარცხენა ფლანგის სპეციალისტი. ცოტა შეცდომა დაუშვა, მაგრამ არასდროს რისკავს და არღვევს ბალანსს. მარჯვნივ გადავიდა და მისი ცაციათი 3 ქულის მოტანა შეეძლო, მაგრამ აუდერომ დარტყმა მოიგერია.

ალეგრი 6 – „იუვე“ ცუდად თამაშობს და ცოტა იდეა აქვს, დაბნეულიც კი ჩანს. სეზონი ახლახან დაიწყო და ჯერ მშრალი კარი აქვს, მიუხედავად ტრავმებისა, სამი ქულით მეტი მოიპოვა, ვიდრე ერთი წლის წინ. დამამშვიდებელი გარემოებების ნაკლებობა არ არის, მაგრამ დიდ გუნდებთან შედარებით „იუვე“ უკან ჩანს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …