ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო ტრავმირებულია. იტალიელმა ფეხბურთელმა ჰაიფას „მაკაბისთან“ შეხვედრაში ბარძაყის დაზიანება მიიღო.
სამედიცინო გამოკვლევით გაირკვა, რომ მას მინიმუმ 10 დღე მოუწევს უქმობა, შემდეგ კი ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და დადგინდება, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 8 ოქტომბერს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.