ტურინის „იუვენტუსს“ ხუან კუადრადო, ნიკოლო როველა და ფედერიკო გატი შეუერთდნენ. მათ დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს.
გატი „იუვენტუსმა“ გასულ ზამთარს იყიდა და იჯარით „ფროზინონეში“ დატოვა, თუმცა, იტალიელი მცველი შეკრებას ამჯერად „იუვეში“ გაივლის. სავარაუდოდ, ის გუნდში დარჩება და მომდევნო სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს.
როველა „ბებერ ქალბატონს“ აქამდე „ჯენოაში“ ჰყავდა განათხოვრებული, მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია და კლუბმა შეიძლება ისევ გაანათხოვროს ან საერთოდ გაყიდოს. თუმცა, ამ ეტაპზე არც მისი „იუვეში“ დარჩენაა გამორიცხული.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სრული შემადგენლობით 10 ივლისს შეიკრიბება.
Pronti per le visite mediche ⚪️⚫️ pic.twitter.com/kIhvpBDwlH
— JuventusFC (@juventusfc) July 7, 2022