მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ძანიოლოს ტრანსფერში ზაკარიას ჩართვა სურს

“იუვეს” ძანიოლოს ტრანსფერში ზაკარიას ჩართვა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას ცდილობს და გუშინ მილანში, მის აგენტს ფედერიკო კერუბინი შეხვდა.

„რომა“ იტალიელ ნახევარმცველში 50 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „იუვესთვის“ ძვირი ფასია. დაიწერა, იჯარით გადაბირებაზე, გამოსყიდვის ვალდებულებითაც, ახლა კი იტალიაში კიდევ ერთი ვარიანტი გაჩნდა.

იტალიური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც გარიგებაში არტურის ჩართვა პრაქტიკულად გამოირიცხა, შესაძლოა „იუვემ“ დენის ზაკარია გამოიყენოს. შვეიცარიელ ნახევარმცველს „რომა“ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და მისი გადაბირება სურდა.

„იუვე“ მზადაა რომაელებს 25 მილიონი ევრო და ზაკარია შესთავაზოს, თუმცა „ჯალოროსი“ მინიმუმ 30 მილიონ ევროს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ რთული ოპერაციაა, ზაკარიას ჩართვამ, შესაძლოა ტრანსფერი გახსნას.

შეგახსენებთ, რომ დენის ზაკარია „იუვენტუსმა“ იანვარში დაიმატა, მაგრამ შვეიცარიელმა ფეხბურთელმა თავი მაინცდამაინც კარგი კუთხით ვერ წარმოაჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …