მთავარი / სიახლეები / “იუვეს” დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

“იუვეს” დი მარიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის „იუვენტუსს“ ანხელ დი მარიას შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, ტურინელები 34 წლის არგენტინელთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. დი მარიას „იუვესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მისი ერთი წლით განახლება სურთ.

ცნობილია, რომ დი მარიას მშობლიურ „როსარიო სენტრალში“ სურს კარიერის დასრულება, მაგრამ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნება ერთი წლით გადაავადოს და „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

მანამდე ისიც დაიწერა, რომ დი მარია „იუვეს“ იანვარში დატოვებდა, მაგრამ ეს გამორიცხულია და ანხელი მინიმუმ სეზონის ბოლომდე იტალიაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „იუვენტუსის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

დი მარია: “უცნაურია ცხრილის შუაში ყოფნა და რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „მონცასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, …

“იუვენტუსმა” “მონცასთანაც” წააგო

ტურინის „იუვენტუსს“ ძალიან მძიმე დროება უდგას – მოედანზეც და მოედანს მიღმაც. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია …