„საბურთალოს“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაცია Tuttojuve-მ გაავრცელა.
წყაროს თანახმად, გიორგი მამარდაშვილის გარდა, ტურინელთა სკაუტები გოჩოლეიშვილსაც აკვირდებიან, რომელიც მარჯვენა მცველია. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის ფასი მხოლოდ 1 მილიონი ევროა, რაც ტურინელებისთვის მისაღები ფასია.
Tuttojuve არ აკონკრეტებს ეს ინტერესი პირველი გუნდიდანაა თუ 23-წლამდე გუნდიდან, მაგრამ დიდი შანსია, რომ „იუვეს“ გოჩოლეიშვილი თავიდან სწორედ მეორე გუნდში დასამატებლად სჭირდება, რომელიც სერია C-ში თამაშობს. 23-წლამდე გუნდში ტურინელებმა ბოლო წლებში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატეს.