ტურინის „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადი გაუგზავნა, რომელშიც 23 ფეხბურთელია.
განაცხადში ლუკა პელეგრინი და კაიო ჟორჟე ვერ მოხვდნენ, სხვა სიუპრიზები კი არ არის და 23-კაციანი სია ასეთია:
შჩესნი, დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, არტური, დანილო, რემზი, მორატა, დიბალა, კუადრადო, ალექს სანდრო, მაკკენი, კინი, ბონუჩი, ბერნარდესკი, კიეზა, პინსოლიო, რუგანი, რაბიო, ლოკატელი, ბენტანკური, პერინი, კულუშევსკი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფში „ჩელსისთან“, „ზენიტთან“ და „მალმიოსთან“ ერთად ითამაშებს.