ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპისთვის განაცხადი დაასახელა.
განაცხადი A და B სიისგან შედგება, მაგრამ მასში ფორმალური სხვაობაა, რადგან ორივე სიაში მყოფ ფეხბურთელებს ჩვეულებრივ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ B სიაში „იუვეს“ აღზრდილი ფეხბურთელები არიან, რომლებიც იქ იმიტომ შეიყვანეს, რომ A სიაში ადგილი არ დაეკავებინათ. სხვათა შორის, ჯგუფური ეტაპის განაცხადშია ფედერიკო კიეზაც.
„იუვენტუსის“ განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე:
A სია: შჩესნი, დე შილიო, ბრემერი, ლოკატელი, დანილო, კიეზა, მაკკენი, ვლაჰოვიჩი, პოგბა, კუადრადო, ალექს სანდრო, მილიკი, გატი, კოსტიჩი, კინი, ბონუჩი, დი მარია, პინსოლიო, რუგანი, რაბიო, აკე, პარედესი, პერინი.
B სია: მირეტი, სულე, და გრაკა, გაროფანი, ფაჯოლი.
ტურინის „იუვენტუსი“ H ჯგუფში ითამაშებს „პარი სენ ჟერმენთან“, „ბენფიკასა“ და ჰაიფას „მაკაბისთან“ ერთად. მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირველ ტურში 6 სექტემბერს, პსჟ-ს სტუმრად დაუპირისპირდება.
I convocati per la prima fase della UEFA Champions League ⚪️⚫️#UCL
— JuventusFC (@juventusfc) September 2, 2022