ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ცნობილია მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი, რომელშიც არაა ანხელ დი მარია.
ამრიგად, არგენტინელი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს:
მეკარეები: პინსოლიო, პერინი, გაროფანი
მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი
ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, პარედესი, ფაჯოლი
თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, სულე
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „იუვენტუსის“ მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
⚪⚫ I convocati per la nostra prima sfida di Champions League 📋⭐#PSGJuve pic.twitter.com/sfAnY5rE33
— JuventusFC (@juventusfc) September 5, 2022