მთავარი / სიახლეები / მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო: პოგბა ოპერაციას გაიკეთებს

მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო: პოგბა ოპერაციას გაიკეთებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა დღეს მენისკზე ოპერაციას გაიკეთებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ივლისში მიიღო, მაგრამ ოპერაციას კონსერვატიული მკურნალობა არჩიეს, რამაც შედეგი არ გამოიღო, შესაბამისად, ეს 5 კვირა, რომელიც მან ლაზარეთში გაატარა, უქმად დაიკარგა.

პოგბამ გუშინ და დღეს ივარჯიშა, თუმცა ტკივილს გრძნობდა, რის გამოც ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. იტალიური მედიის ცნობით, პოგბას მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 40-60 დღე გაუცდება, მაგრამ შეიძლება მოედანზე ახალ წლამდე ვერ დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც ამხანაგური და მას შემდეგ ტრავმირებულია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …