ტურინის „იუვენტუსს“ ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი გამოაკლდა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ტორინოსთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც გაირკვა სამი კვირა იუქმებს.
ამრიგად, ბრემერი „იუვენტუსს“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე პრაქტიკულად ვერ დაეხმარება, თუმცა, მუნდიალზე თამაში წესით მან უნდა მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ ბრემერი „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს „ტორინოდან“ შეუერთდა და 13 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.