ტურინის „იუვენტუსს“ დანიელე რუგანი, პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი დაუბრუნდნენ. სამივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა.
სამაგიეროდ, ტრავმა აქვს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც 1 კვირის განმავლობაში დაისვენებს და შემდეგ ხელახალ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. “ვილიარეალთან” მისი თამაში ამ ეტაპზე ეჭვქვეშ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ბონუჩიმ ალტერნატივების არარსებობის გამო „ვილიარეალთან“ მეორე ტაიმი და „ემპოლისთან“ სრული მატჩი ტრავმირებულმა ითამაშა. ახლა, ვინაიდან, დანიელე რუგანი გამოჯანმრთელდა, მან უნდა დაისვენოს, რომ ტრავმა უფრო არ დაუმძიმდეს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე 6 მარტს, „სპეციას“ წინააღმდეგ გამართავს.