მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ახალი 10-იანი სავარაუდოდ ფედერიკო კიეზა იქნება

“იუვეს” ახალი 10-იანი სავარაუდოდ ფედერიკო კიეზა იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალა დატოვებს და შესაბამისად, კლუბისთვის საკულტო ნომერი 10 თავისუფალი იქნება.

ვინ მოირგებს ამ ნომერს? Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ კლუბში სერიოზულად ფიქრობენ, რომ 10-ნომრიანი მაისური ფედერიკო კიეზას გადასცენ. „იუვეში“ ფიქრობენ, რომ ამ პრესტიჟული მაისურის სატარებლად კიეზა ყველაზე შესაბამისი პროფილის მქონე ფეხბურთელია.

ანდრეა ანიელიმ გუშინ იტალიურ მედიასთან კიეზა, დუშან ვლაჰოვიჩი და მატასი დე ლიხტი დაასახელა, რომლებიც მისთვის კლუბის მომავალთან ასოცირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვეს“ 2020 წელს შეუერთდა და ამჟამად 22 ნომერია. იტალიელ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მოედანზე მომდევნო სეზონში დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …