მთავარი / სიახლეები / რაბიო: “ინტერთან” რომ მოგვეგო, ყველაფერი შეიცვლებოდა”

რაბიო: “ინტერთან” რომ მოგვეგო, ყველაფერი შეიცვლებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიო იტალიურ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სეზონის მთავარი სინანული „ინტერთან“ მარცხია, რადგან ამ მატჩში გამარჯვება ყველაფერს შეცვლიდა.

„მოედანზე ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები, მაგრამ ძნელია ყველა მატჩში ერთი და იგივე დონის შენარჩუნება. ალბათ, გინახავთ ნამდვილი რაბიო, თუმცა ალბათ სტაბილურობა მაკლია. იგივე თამაშის ჩვენება, რომელიც „ინტერთან“ ვაჩვენე, მაღალი სტანდარტის იყო, მაგრამ ასე ყოველთვის უნდა ვითამაშო, რაც ყველაზე რთულია.

როცა პატარა ვიყავი, უფრო შეტევაში ვთამაშობდი, 10 ნომრის პოზიციაზე, ახლა მომწონს კარიდან შორს თამაში. მირჩევნია ჩემს წინ სივრცე მქონდეს. ვინც ფიქრობს, რომ შემტევი მოთამაშე ვარ, სწორი აღქმა არ აქვთ. მე 6 ან 8 ნომერი ვარ და არა 10 ნომერი. გოლი არ გამიტანია ამ სეზონში? ვიცი, რომ იტალიაში ამას დიდი ყურადღება ექცევა, მაგრამ მე გოლებით შეპყრობილი არ ვარ. მთავარია, კარგად ვითამაშო, მაქსიმუმი გავცე შეტევასა და დაცვაში. გოლის გატანა კარგია, მაგრამ მთავარი არაა, მთავარი გამარჯვებაა.

„კალიარისთან“ გაუქმებული გოლი? ეს არის ფეხბურთის წესები, მაგრამ ჩემი აზრით, პრობლემა არსებობს. არ ვგულისხმობ მსაჯებს, რომლებიც წესებით ხელმძღვანელობენ, პრობლემა სწორედ წესებში. მთავარი სინანული? რა თქმა უნდა, „ინტერთან“ წაგება.

„ინტერი“ რომ დაგვემარცხებინა, ყველაფერი შეიცვლებოდა. მენტალურად ეს შეცვლიდა ჩვენს მიდგომას ჩემპიონატისადმი და სხვა გუნდების დამოკიდებულებაც შეიცვლებოდა ჩვენს მიმართ. „მილანს“ და „ინტერს“ მეტი ზეწოლა ექნებოდათ და ადვილი არ არის „იუვეს“ წნეხის ქვეშ თამაში.

იტალიის თასის ფინალი? ეს არის მატჩი, რომელსაც განსაკუთრებულად ველოდები, რადგან სერია A-ში „ინტერთან“ წაგებამ იმედგაცრუება და ბრაზი მოგვიტანა, ასევე სუპერთასზე. ორივე თამაშში მეტს ვიმსახურებდით. შურისძიება უნდა მოვახერხოთ „ინტერის“ წინააღმდეგ.

ალეგრის საქმისადმი თავისი გატაცება აქვს, უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ასევე ფეხბურთელები გააუმჯობესოს. მე მასთან ერთად მოვუმატე, მნიშვნელოვანია გყავდეს მწვრთნელი, რომელიც გენდობა და გამოწვევებში გათამაშებს.

ყველაზე ძლიერი მეტოქე? მესი. ყველაზე მეტად რით ვამაყობ ჩემი კარიერიდან? საფრანგეთის ნაკრებში დებიუტით. ბავშვობის კერპი? სტივენ ჯერარდი. ის იყო ემბლემური ფეხბურთელი, დაცვითი და შემტევი თვისებებით და ბევრი გოლი გაიტანა, ელეგანტური იყო, მას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …