ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთონ.
ესპანური მედიის ცნობით, უეფა სამივე კლუბის სამაგალითოდ დასჯას აპირებს და დისკვალიფიკაციის გარდა, დიდძალ ფინანსურ ჯარიმასაც დააკისრებს. უეფა კლუბების დასჯას სუპერლიგის პროექტის გამო აპირებს.
აღსანიშნავია, რომ უეფამ უკვე დაიწყო სამივე კლუბის შესახებ გამოძიება, რაც მიანიშნებს, რომ სანქციები უახლოეს მომავალში მართლაც მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“, „რეალი“ და „ბარსა“ სუპერლიგის პროექტზე უარს არ ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ არშემდგარ ტურნირს ზურგი მათ გარდა ყველა კლუბმა აქცია.