ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯმენტს „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი დაუკავშირეს.
La Repubblica-ს ცნობით, ტურინელებმა პირველი ნაბიჯის გადადგმა სცადეს, რათა გამოეცადათ ნიადაგი და გაიგონ, რამდენად შესაძლებელი იქნება „ნაპოლიდან“ მისი გადაბირება.
ჯუნტოლის ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირეს. მან არაერთი კარგი ტრანსფერი გაჩარხა, მათ შორის, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაც მისი დამსახურებაა.
ტურინელები ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობას 2023 წელს აპირებენ, რადგან გუნდს გამოცდილი მენეჯერის მოძიება სჭირდება.