მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსს” გიუნდოგანის შეძენა სურს

“იუვენტუსს” გიუნდოგანის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ნახევარდაცვაშიც.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, იტალიური გუნდი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის ილქაი გიუნდოგანის შეძენას ეცდება. წყაროს თანახმად, ტურინელები მზად არიან გერმანელ ფეხბურთელში დაახლოებით 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

გიუნდოგანის გასხვისების წინააღმდეგიც სავარაუდოდ „სიტი“ არ იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, პეპ გვარდიოლასთვის შეუცვლელი ფიგურა სულაც არაა.

მიმდინარე სეზონში ილქაი გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …