ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა, რომელსაც ბარძაყის დაზიანება აღენიშნება.
ტრავმა სერიოზული არ არის და მასზე მონიტორინგი დღითიდღე უნდა განხორციელდეს. ბონუჩის თამაში 6 იანვარს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ საეჭვოა.
აღსანიშნავია, რომ გუნდს მანამდე ჯორჯო კიელინი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, შესაბამისად ნეაპოლელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მატიას დე ლიხტს დანიელე რუგანი შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი 6 იანვარს ტურინში გაიმართება.