ტურინის „იუვენტუსს“ არტური დაუბრუნდა, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს შეუერთდება.
ბრაზილიელ ფეხბურთელს ვირუსი 31 დეკემბერს დაუდასტურდა, მაგრამ დღეს ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ამრიგად, არტური „ნაპოლისთან“ 6 იანვარს გასამართ მატჩში მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება.