მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” შეთანხმებას მიაღწია – კოსტიჩი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

“იუვენტუსმა” შეთანხმებას მიაღწია – კოსტიჩი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველ ფილიპ კოსტიჩს დაიმატებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

წყაროს თანახმად, კლუბები შეთანხმდნენ და გერმანელები 17 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსებიც დაემატება. სერბი ფეხბურთელი შესაძლოა დღეს საღამოს უკვე ტურინში იყოს და ხვალ დილით სამედიცინო შემოწმება გაიაროს, ხოლო მისი დებიუტი 15 აგვისტოს, „სასუოლოსთან“ მატჩშია მოსალოდნელი.

ფილიპ კოსტიჩმა კარიერა „რადნიჩკიში“ დაიწყო, შემდეგ კი „გრონინგენში“, „შტუტგარტსა“ და „ჰამბურგში“ ითამაშა, ხოლო „აინტრახტის“ წევრი 2018 წლიდანაა და 172 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …