ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის მატჩი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
„იუვე“ ჟენევაში, „სერვეტს“ ესტუმრა, რომელსაც 3:0 აჯობა. ტურინელებს 27-ე წუთზე შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ სტასკოვამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 9 წუთში კარუზომ მოახერხა ანგარიშის გახსნა.
მეორე ტაიმში ლინა ჰურტიგმა და ვალენტინა ჩერნოიამ 65-ე და 71-ე წუთებზე ორჯერ გაიტანეს და „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა დამაჯერებელი გახდა – 3:0.
„იუვენტუსს“ 3 ქულა აქვს და მეორე ტურში 13 ოქტომბერს, „ჩელსის“ ქალთა გუნდს უმასპინძლებს. ამ ჯგუფის მეოთხე წარმომადგენელი გერმანული „ვოლფსბურგია“.
„სერვეტი“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კარუზო (36), 0:2 ჰურტიგი (65), 0:3 ჩერნოია (71)