ტურინის “იუვენტუსმა” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე, როგორც იქნა შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ტვიტერში ჟურნალისტი რომეო აგრესტი წერს. ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.
“იუვე” ლოკატელის 2-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.
ამრიგად, დასრულდა თითქმის სამთვიანი საგა და 23 წლის იტალიელი ნახევარმცველი შეუერთდება კლუბს, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს. შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი ევროპის ჩემპიონია, მას იტალიის ნაკრებში 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
Accordo trovato tra #Juve e #Sassuolo: #Locatelli approda alla corte di Allegri // Juve and Sassuolo have reached an agreement for Locatelli 🤝⚪️⚫️@Goalitalia @Goal pic.twitter.com/vNvyAhsQQj
— Romeo Agresti (@romeoagresti) August 17, 2021