ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ სამიზნედ მანუელ ლოკატელი რჩება და იტალიური მედიის ცნობით, მზადაა პირველი შეთავაზება, რომელსაც „სასუოლო“ მიიღებს.
30 მილიონი ევრო და პლუს ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი – ასეთია ტურინელთა წინადადება. სავარაუდოდ, „იუვე“ მზადაა რუმინელი მცველი რადუ დრაგუშინი დათმოს, რომელიც „სასუოლოს“ ძალიან მოსწონს.
თუმცა, „სასუოლო“ ლოკატელიში ევროპის ჩემპიონატამდე მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვდა და ეს ფასი სავარაუდოდ უკვე გაიზარდა. აქედან გამომდინარე 30 მილიონი და დრაგუშინი „ნეროვერდის“ არ დააკმაყოფილებს. საქმე ისაა, რო დრაგუშინის ღირებულება 10 მილიონ ევროს არ შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელი მზადაა „იუვენტუსის“ წინადადება მიიღოს, მაგრამ „ბებერი ქალბატონი“ „სასუოლოს“ უნდა მოურიგდეს, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს.