ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას ევროპული კლუბები ეპატიჟებიან, თუმცა, იტალიელი შემტევი ტურინელთათვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
როგორც Tuttosport-ი წერს, “იუვემ” წინადადებები “ჩელსისგან”, “ბაიერნისგან”, “მანჩესტერ სიტისგან” და “მანჩესტერ იუნაიტედისგან” მიიღო, მაგრამ ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.
“ბიანკონერის” გეგმებში 23 წლის შემტევის გაყიდვა არ შედის და მომავალს მხოლოდ მასთან ერთად გეგმავენ. ამდენად, კიეზას მიმართ გავრცელებული სატრანსფერო ჭორები “იუვეს” ფანებისთვის სანერვიულო არ არის და ფედერიკო მომდევნო სეზონსაც ტურინში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ გასულ სეზონში “იუვენტუსში” 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე გოლები ავსტრიისა და ესპანეთის ნაკრებებს გაუტანა და ევრო 2020-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.