ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი თავდამსხმელი კაიო ჟორჟე წარადგინა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მას ოცნება აუხდა.
„აქ იმისთვის გადმოვედი, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარო, ვითამაშო დიდ ფეხბურთელებთან, ევროპაში გიგანტებთან. „იუვე“ ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე და ძალიან მინდოდა ამ მაისურის ჩაცმა.
მე ძალიან მობილური ფეხბურთელი ვარ, და ჩემი ინსპირაცია ცხადია კრიშტიანუ რონალდუა. ყოველდღე მასთან ერთად ვიქნები და ბევრს ვისწავლი მისგან. კრიშტიანუ ფანტასტიკური ფეხბურთელია და ადაპტაციაში მეხმარება. მისი მომავალი? ჩემთვის არაფერი უთქვამს, იმედი მაქვს, რომ ის დარჩება. ალეგრი ძალიან კარგი ადამიანია, მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ.
21 ნომერი ავირჩიე, რადგან მას დიდი ფეხბურთელები ატარებდნენ, ზიდანი, დიბალა, იგუაინი და სხვები. ტრავმა? სერიოზული არ არის, ძალიან მალე დავბრუნდები“, – თქვა კაიო ჟორჟემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში „სანტოსს“ 4 მილიონი ევრო გადაუხადა.