ტურინის “იუვენტუსმა” ჯანლუიჯი დონარუმას დამატების შანსი დაკარგა. 22 წლის მეკარე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ ყველაფერი შეთანხმებულია.
ჯიჯო ფრანგებთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებმა ერთი თვის წინ კეილორ ნავასს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივეს და სეზონში 7 მილიონ ევროს უხდის, დონარუმას დამატებაც გადაწყვიტეც.
პსჟ-მ გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო “იუვენტუსმა”, რომელმაც ვოიცეხ შჩესნის გუნდში ყოფნის გამო, რომელსაც ასევე 2024 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და ხელფასიც 7 მილიონი ევრო აქვს, დონარუმას დამატებაც მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს და ვერც პოლონელი გაყიდეს.
მოსალოდნელია, რომ დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე (11 ივნისი) გაოფიციალურდება.