მთავარი / სიახლეები / ხედირა: “ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში ვიცნობ”

ხედირა: “ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში ვიცნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ „იუვენტუსზე“ და ჯანლუიჯი ბუფონზე ილაპარაკა. როგორც მან თქვა, ტურინში ძალიან ბედნიერი იყო, ბუფონი კი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში შეხვედრია.

„კრიშტიანუ რონალდუ წარმოუდგენელი ბომბარდირია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. გარდა ამისა, მე ისეთ წარმოუდგენელ მეკარეებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც ბუფონი და კასილიასი არიან, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდები არიან. ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ფეხბურთის სამყაროში შევხვედრივარ, საოცარი, მაგარი ადამიანია.

„რეალი“ მიყვარს და როდესაც გუნდი დავტოვე ვტიროდი. ღამით მადრიდში მარტო გავისეირნე, ძალიან ძნელი იყო „რეალის“ დატოვება. თუმცა, „იუვე“ მიწვევდა და ვგრძნობდი, რომ ეს იყო ცვლილება, რომელიც განვითარებაში დამეხმარებოდა. „იუვენტუსში“ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ტიტულები მოვიგე, ერთი ოჯახი ვიყავით, ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ მას კარიერა ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …