ტურინის „იუვენტუსმა“ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კონტინასას ბაზაზე „ჩეზენას“ დაუპირისპირდა.
„იუვე“ რა თქმა უნდა, მოედანზე ძალზე გადახალისებული შემადგენლობით იყო, რადგან ფეხბურთელთა უმეტესობა შვებულებაში იმყოფება.
თუმცა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა 3:1 იმარჯვეს. ანგარიში დე ვინტერმა გახსნა, რასაც ვესტონ მაკკენისა და სულეს გოლები მოჰყვას.
„იუვენტუსი“ აგრძელებს ახალი სეზონისთვის მზადებას და მომდევნო სპარინს 31 ივლისს, „მონცას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.