მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს.

იტალიური მედიის ცნობით, გუნდი ტურნეში არ წავა, მაგრამ ტურინში მოემზადება. გუნდი 6 დეკემბრამდე დაისვენებს, შემდეგ კი კონტინასას ბაზაზე შეიკრიბება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტურინელთა 11 ფეხბურთელი ითამაშებს:

გლეისონ ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო (ბრაზილია), დუშან ვლაჰოვიჩი, ფილიპ კოსტიჩი (სერბეთი), ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი (არგენტინა), ვოიცეხ შჩესნი, არკადიუშ მილიკი (პოლონეთი), ადრიენ რაბიო (საფრანგეთი), ვესტონ მაკკენი (აშშ) – შესაბამისად, ისინი გუნდს იმის მიხედვით შეუერთდებიან, თუ როდის დასრულება მათთვის მუნდიალი და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შვებულებასაც მიიღებენ, რათა ენერგია აღიდგინონ. მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დეკემბრის დასაწყისში მთავრდება, ტურნირი კი 18 დეკემბერს. აქედან გამომდინარე ისინი გუნდს სავარაუდოდ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს შეუერთდებიან.

„იუვენტუსი“ 6 დეკემბრიდან ივარჯიშებს, ხოლო ორი ამხანაგური მატჩი უკვე დაიგეგმა. 17 დეკემბერს ტურინელები ლონდონში პრემიერლიგის ლიდერ „არსენალს“ გაეჯიბრებიან, ხოლო 22 დეკემბერს, ტურინში „ბარსელონას“ დაუხვდებიან. არაა გამორიცხული კიდევ ერთი სპარინგის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონს 4 იანვარს, „კრემონეზესთან“ საგარეო მატჩით განაახლებს. მანამდე კი ზუსტად თვე და 3 კვირაა დარჩენილი. ასე რომ, იანვრიდან პრაქტიკულად ახალი სეზონი იწყება, რადგან პაუზა მართლაც ძალიან დიდია.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …