ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს და დიდი ალბათობით, ნიჭიერ იტალიელ ცენტრალურ მცველ ფედერიკო გატის გაიფორმებს.
ფეხბურთელი ამჟამად სერია B-ში, „ფროზინონეს“ ღირსებას იცავს. აქამდე მისი დამატება „ტორინოს“ სურდა, მაგრამ საქმეში „იუვე“ ჩაერთო და ბრძოლაში დაწინაურდა.
„იუვე“ მზადაა „ფროზინონეს“ 7.5 მილიონი ევრო, პლუს 2.5 მილიონი ევროს ბონუსი გადაუხადოს. გარდა ამისა, ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ფროზინონეში“ დატოვოს, რაც მეორე მხარისთვის მიმზიდველი წინადადებაა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ცენტრალურმა მცველმა 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.