მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ძანიოლოს უახლოვდება

“იუვენტუსი” ძანიოლოს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელი „ჯალოროსისთან“ კონტრაქტს არ ანახლებს, რაც მისი წასვლის შანსს ზრდის.

„რომა“ ძანიოლოს 50 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ტურინელებმა რომაელებს ტრანსფერში ბრაზილიელი ნახევარმცველის, არტურის ჩართვა შესთავაზეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ძანიოლოს ტრანსფერი არ განიხილება, როგორც ანხელ დი მარიას ალტერნატივა. ამდენად, ერთის ტრანსფერი მეორეს არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „ინტერის“ აკადემიაში თამაშობდა, ხოლო 2019 წელს „რომაში“ გადავიდა და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა.

შემთხვევითი სიახლე

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. …

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ …