მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” ჯანლუკა ფრაბოტა ისევ გაანათხოვრა

“იუვენტუსმა” ჯანლუკა ფრაბოტა ისევ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუკა ფრაბოტა კიდევ ერთხელ გაანათხოვრა, ამჯერად „ლეჩეში“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრაბოტა სალენტოელებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ის გასულ სეზონშიც განათხოვრებული იყო, ოღონდ „ვერონაში“, თუმცა ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტამ 2020-2021 წლების სეზონში „იუვენტუსში“ 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა. მან შავ-თეთრების რიგებში იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …